вторник, 15 ноября 2011 г.


შენ - ადამიანი რომელიც სიცოცხლის ბოლომდე მეყვაება
 დედა - ის, ვინც მეშინია არ დამიბერდეს.
 გზა ის, რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს და მაინც ვეძებ
 ყავადილასთან ასოცირდება
სიყვარულიბედნიერება
 სამსახურიქვიშის საათი რომლის ჩამოცლაც ყოველ დილით თავიდან იწყება
 მეგობარირომელიც გაგრძნობინებს რომ მარტო არ ხარ
 დედამიწა ბურთი რომელზეც ყველა თამაშობს
 სარკევისაც ვუყურებ დღეში რამოდენიმეჯერ და არასდროს ველაპარაკები
 მამახშირი სიზმარი
 სახლიადგილი სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა და როცა არ ვარ დაბრუნება
 ხალხივინც ყოველთვის ერთად მოგროვილი მყავს წარმოდგენილი სინამდვილეში კი ცალ-ცალკე ცხოვრობენ
 გული რომელიც ბავშვობაში მაწუხებდა
 მოთმინება ხანდახან არ არსებული
 თოვლის პაპა თოვლის კაცი, რომელიც ბავშვობაში ღმერთი მეგონა
 მზე - რასაც პირველად ხატავენ ბავშვები
 თოვლის გუნდა რისი სროლაც არასდროს მწყინს
 ცხოვრება ის, რაც ყველა ჩემი წარუმატებლობა შემიძლია დავაბრალო
 ვიტრინაადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის.
სასწაული ის რაც ხშირად ხდება
ღმერთიღმერთი არის ის ვინც ყოველთვის ყველაფერს მპატიობს... იმედი !
 ლექსიკონი - წიგნი სადაც  ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან...!