пятница, 26 августа 2011 г.

2 თვეც დეე... :*

უზომოდ ბედნიერი ვარ ! თვენახევარში უკვე ოფიციალურად დაველოდები შენს დაბადებას. სულ შენზე ვფიქრობ, როგორი იქნები... ვის დაემსგავსები დედიკოს თუ მამიკოს.. :))) შენი ყოველი მობაკუნება ბავშვივით მიხარია და ყველას ხელს ვადებინებ  მუცელზე რომ ყვლამ გაიგოს როგორ ღონიერ და ცელქ ბიჭს ველოდები :) უკვე მთელ ინტერნეტ სივრცეში წავიკითხე ინფორმაცია რაც შეიძლებოდა წამეკითხა ორსულობაზე და ახალ დაბადებულებზე. ჩვენ 31-ე კვირაში გადავედით წესით ეხლა შენ 1300 გრ. უნდა იყო, მაგრამ 2 კგ.მდე ხარ უკვე და 42 სმ. ექიმმა დიეტაც დამინიშნა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ ვიცავ :S:))) უკვე ისიც ვიცი რომ ეხლა რომ დაიბადო ჯანმრთელი იქნები და აღარანაირი საფრთხე აღარ დაგემუქრება.

 დღეს ეხოზე დაგინახე თავზე გქონდა ხელი შემოდებული ექიმმა თქვა ალბათ თავს იფხანსო :D შენს მოძრაობებს გარკვევით ვხედავდი და შენი გულის ცემაც მესმოდა, კინაღამ სიხარულისგან ვიტირე.... უკვე აღარ ვიცი რა გავაკეთო რო სწრაფად გავიდეს  დრო. ისე მინდა მალე მოგეფერო, გნახო, გაჭამო.. მოგიარო..  პალატაც შევარჩიე უკვე და ვნახე სად ვიქნებით რო დაიბადები. ვუყურებდი  ნამშობიარებ ქალებს და მაგან უფრო მომანდომა შენი დაბადება. სავარაუდოდ 31 ოქტომბერს უნდა მოევლინო ამ ქვეყანას მაგრამ შენ ისე სწრაფად იზრდები  შეიძლება მანამდე ვერც გაძლო მუცელში. სულ მოძრაობ.. ხან სად ამოიბურცები ხან სად.. ხანდახან გეხვეწები კიდეც ცოტახანს გაჩერდითქო.. :)))
უკვე შენი ტანსაცმელებიც ვიყიდეთ.. ქუდები, ნასკები, ბოდეები და პაწუა შარვლები ეხლა მალე საწოლსაც გიყიდით და სათამაშოებსაც შეგიგროვებთ ნელ-ნელა... :*
ხანდახან გამოვაღებ ხოლმე კარადას და შენ ტანსაცმელებს გაღიმებული სახით ვუყურებ... ვუყურებ... წარმოვიდგენ ხოლმე როდის რომელს ჩაგაცმევ...
მამიკოც სულ გეფერება, გკოცნის.. სიზმარშიც კი გნახა დეე :))) ბებიც შენს მოლოდინშია და ზრუნავს რომ სულ კარგად ვიკვებო რომ ჯანმრთელი და ღონიერი ბიჭი დაიბადო...
 მიყვარხარ დეე... გვიყვარხარ...  ! ! !
ყველა მოუთმენლად ველოდებით შენს დაბადებას.. ! :*

Комментариев нет:

Отправить комментарий