суббота, 27 августа 2011 г.

ნატეხები ცხოვრებიდან . .. . . ..

ზიხარ და უყურებ ნატეხებს წლების განმავლობაში რომ
დააგროვე,
აი, ლამაზი თეთრი კაბა, ხიდი, გედები, გემი...
აი, ბრჭყვიალებიანი ყავისფერი თვალები და თეთრად გათენებული 
გამეებიც... ხო თეთრად .. !
აი ცხენზე ჯირითი და თოვლიანი ველები, გაყინული წყალსაცავი და
ვარდები, თბილი ღამეები.. 
აი სხვისი და აი შენი..
აი ერთი ხელის მოსმით გადაყრილი და დავიწყებული სიყვარული ! აი 
ტკივილები და ტანჯვებიც.. აი მონატრებაც.. მტკივნეული და
გრძელი , ყრუდ რომ გრძნობ სადღაც...
აი გარაჟები და კორტები, აი მანქანები და ტყეები.
აი ლიკანი და წყნეთი, აი 14 წლის და 28-ის ...
აი ყველა და ყველაფერი - შენი დეიდები თუ ძიები.. თუ
შენ სხვისი.. თუ როგორცაა რა.. 
აი არაფერი რო აღარაა ისინი...
აი, ადრე რო რაღაც იყო ადრე და ეხლა რო აღარც ესალმები 
ქუჩაში..
აი რო მალავდი და აი რო გმალავდა... 
აი იმათი სახეები რო იცნობდი და რო იცნობ...
აი ისინი სხვებთან ერთად და შენ...- სხვასთან.
აი ორი მაგიდიდან ამდგარი  - შენ და ის გადიხართ. თქვენმა მეორეებმა
არ იციან. აი ხვდებით და უბრალოდ უყურებთ.
შემთხვევაა -  ორივეს ერთად რომ მოგინდათ გასვლა. აი ამ წუთას...
აი სახელურს ატრიალებ კარებზე სადაც ჩიბუხი ხატია - და ის 
ქოლგას.. და არ შედიხართ - დგახართ და უყურებთ ერთმანეთს.!
აი არაფერი საერთოდ. აღარაფერი არაა ეს- უბრალოდ ნატეხები,
რომლებიც არსად ეტევა, ვერც ვერსად ინახავ, ვერც გადაყრი - ეს ხომ 
შენი ცხოვრებაა..
აი წერილები, ჯერ ქაღალდზე მერე ციფრული.. მერე და კიდე და
მერე და მეტი და წაშლილები რამდენი..
გრძნობ რაღაცას მაგრამ არ იცი რა არის ეს..
გაკლია რაღაც მაგრამ არ გახსოვს რა... 

 Ты никогда не помнишь своих снов...!!!!!!!                                     08/11/2010







Комментариев нет:

Отправить комментарий